რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქალაქ მარიუპოლის სამრეწველო ზონაზე, „აზოვსტალზე“ შტურმს მიზანშეუწონელი უწოდა და მისი გაუქმების ბრძანება გასცა.
რუსეთის პრეზიდენტმა მიზეზად რუსული სამხედროების სიცოცხლის დაცვა დაასახელა. მან განაცხადა რომ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც „აზოვსტალს” დატოვებენ, სიცოცხლის შენარჩუნების და ღირსეული მოპყრობის გარანტია ექნებათ. ინფორმაცია კრემლის მიერ კონტროლირებულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს.