Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი შარლ მიშელს უკრაინაში ვიზიტისთვის მადლობას უხდის

ვოლოდიმირ ზელენსკი შარლ მიშელს უკრაინაში ვიზიტისთვის მადლობას უხდის

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს კიევში ვიზიტისა და უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელებში დაწერა და შარლ მიშელთან შეხვედრის ვიდეო გაავრცელა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებულ სანქციებზე, უკრაინის თავდაცვისა და ფინანსური სექტორის მხარდაჭერასა და ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი საკითხებზე ისაუბრეს.

„უკრაინის დიდი მეგობარი – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს კიევშია. განვიხილეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვა და ფინანსური მხარდაჭერა და ევროკავშირის კრიტერიუმებთან შესაბამისად კითხვარზე პასუხები. მადლობა ხალხთან მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის და სოლიდარობისთვის!“. – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები