Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაზარქუა: საუბარი რაზეა - ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს

ზარქუა: საუბარი რაზეა – ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს

ქართული ოცნების დეპუტატი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის საუბარი ისმის, ამბობს, რომ ამაში ტრაგიკული არაფერია.

“იქ, რაც მე ნაწილი მოვისმინე, რამე ტრაგიკული [არ მინახავს], თუ ეს მართალია და არ არის დამონტაჟებული. საუბარი რაზეა – ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს. ეგ არის და ეგ. თემა რა არის მანდ მე ვერ მივხვდი. რატომ ცდილობთ, რომ აწიოთ ხელოვნურად და შექმნათ დრამატიზირება”, – თქვა ზარქუამ.

გუშინ, 25 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას სთხოვს, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები – მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არც ისე სასიხარულოა, “მაგრამ უნდა გავმაგრდეთ”. ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და “დავითი ჩამოიტანს”.

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები