Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოზელენსკიმ პოლონეთთან ერთობლივი საბაჟო კონტროლის უპირატესობებზე ისაუბრა

ზელენსკიმ პოლონეთთან ერთობლივი საბაჟო კონტროლის უპირატესობებზე ისაუბრა

უკრაინის სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის ყველა მეზობელთან, გარდა ოკუპანტებისა, ყველა დავას და „წარსული ზეწოლის“ დავიწყების მომხრეა.
ერთობლივი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი, რომელიც უკრაინასა და პოლონეთს შორის დაინერგება, მოხსნის მთელ რიგ კორუფციულ რისკებს და საბაჟო პროცედურებს დააჩქარებს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს ტელეგრამზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.


„პოლონეთთან ერთობლივ საბაჟო კონტროლს ვნერგავთ. ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს პროცედურებს საზღვარზე. აღმოფხვრის კორუფციული რისკების დიდ ნაწილს. მაგრამ ეს ასევე ჩვენი ინტეგრაციის დასაწყისია, ევროკავშირის საერთო საბაჟო სივრცეში. მართლაც ისტორიული პროცესია.“ – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ დღეს პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ესაუბრა უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების და ევროკავშირში უკრაინის სრულფასოვანი წევრობისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ფიქრობს, რომ უკრაინაში კანონის მიღება „სწორი ჟესტი“ იქნებოდა , რომელიც პოლონეთში უკრაინელებზე მიღებული კანონის სარკისებური ანარეკლი იქნებოდა.

“უკრაინელები და უკრაინელი ქალები, რომლებიც დროებით პოლონეთში იმყოფებიან, ომს გარბიან, დე ფაქტო და დე იურე იგივე შესაძლებლობები მიიღეს, რაც პოლონელებმა… მოდით გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა. ასევე მინდა, რომ ეს იყოს ჩვენი ახალი სამეზობლოს ელემენტი. ჩვენ დავები უნდა გადავწყვიტოთ და წარსულის ზეწოლა ჩვენი თანამედროვე ურთიერთობებიდან უკრაინის ყველა მეზობელთან მოვიშოროთ, რომლებიც პატივს გვცემენ ჩვენ, რომლებიც არ არიან ჩვენი სახელმწიფოს ოკუპანტები.“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

22 მაისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ორმხრივ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, ერთობლივი სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის შესახებ.

ასევე, უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში პოლონეთის მოქალაქეების სპეციალური სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონპროექტი, პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

13 მარტს პოლონეთში რუსეთის აგრესიის გამო ქვეყანაში ჩასული უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერის შესახებ კანონი ამოქმედდა.

კანონი უკრაინელების პოლონეთში ყოფნის კანონიერებას და მათთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის უზრუნველყოფას არეგულირებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები