Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაზელენსკიმ რუსებს საგაზაფხულო გაწვევის ბოიკოტისკენ მოუწოდა

ზელენსკიმ რუსებს საგაზაფხულო გაწვევის ბოიკოტისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, 2 აპრილის ღამეს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში მოუწოდა რუსებს, ბოიკოტი გამოუცხადონ საგაზაფხულო გაწვევას, რომელიც 1 აპრილს დაიწყო.

„გააფრთხილე ყვველა წვევამდელი და მათი მშობლები: ჩვენ არ გვჭირდება ახალი მიცვალებულები, იზრუნეთ თქვენს შვილებზე, რომ ბოროტმოქმედები არ გახდნენ. არ გააგზავნოთ ისინი ჯარში, გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, სანამ ისინი ცოცხლები სახლში არიან, საკუთარ სახლში”. – განაცხადა ზელენსკიმ მიმართვისას.

უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის მაცხოვრებლების რუსეთის ჯარში გაწვევას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და ომის დანაშაული უწოდა. მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად.

„მინდა ვუთხრა ყირიმის ყველა მცხოვრებს, საბოტაჟი გაუკეთეთ ამ გაწვევას, ნებისმიერ ეტაპზე. ნუ შეასრულებთ კრიმინალურ ბრძანებებს და პირველივე შესაძლებლობისთანავე დანებდით, ჩაბარდით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ ყველაფერი გვესმის, თქვენ იცოცხლებთ.“ -განაცხადა ზელენსკიმ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები