უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლები დააჯილდოვა, მათ შორის არიან ქართველი ცოლ-ქმარი გელა ბეგლარაშვილი და რუსუდან ივანეიშვილი, ასევე ანდრია ღარიბაშვილი და რუსლან გოგუა.
პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მებრძოლები, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაჯილდოვდნენ, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და თავდაუზოგავი ქმედებებისთვის.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ომი ამ დრომდე გრძელდება. 10 მილიონამდე ლტოლვილი და დევნილია. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 200-ზე მეტი ბავშვია.