უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ემზადება დაჭრილი სამხედროების და მედიკოსების მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან ევაკუაციისვის.
„ახლა ვამზადებთ ევაკუაციის მეორე ეტაპს – გავიყვანთ დაჭრილებსა და მედიკოსებს. რა თქმა უნდა, თუ ყველა შეასრულებს შეთანხმების პირობებს. რა თქმა უნდა, თუ არ მოგვატყუებენ. ასევე ვმუშაობთ ჩვენი სამხედროების გამოყვანაზეც. ყველა გმირის გამოყვანაზე, რომელიც მარიუპოლს იცავს. ეს ძალიან რთულია, თუმცა აუცილებელი. დარწმუნებული ვარ, ყველა ხვდება ამ სირთულის მიზეზს, და ასევე სად არის ეს მიზეზი. თუმცა ჩვენ იმედს არ ვკარგავთ. არ ვჩერდებით”, – თქვა ზელენსკიმ.