უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას გამოთვამს, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს და შუამავლების გარეშე ესაუბროს. მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას უნდა ჰქონდეს დიალოგის და არა ულტიმატუმის ხასიათი.
„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს, საკითხი ყოველდღიურად რთულდება. მე პირადად ასე მივიჩნევ, იმიტომ რომ ყოველდღე პატარა ქალაქების დეოკუპაცია ხდება უკრაინაში და ვხედავ დაცინვის, წამების, დახვრეტის კვალს, რომელიც რუსმა სამხედროებმა დატოვეს. და სწორედ ამიტომ რთულდება მოლაპარაკებების შესაძლებლობა“.- აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მან აღნიშნა, უკრაინის საზოგადოებას მთელი 8 წლის განმავლობაში სურდა რუსეთის ფედერაციასთან საუბარი.
„ახლა საზოგადოება ამის მიმართ პოზიტიურად არ არის განწყობილი. მე როგორც პრეზიდენტი, მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს, მაგრამ მხოლოდ მას, შუამავლების გარეშე და დიალოგის პირიბით, არა ულტიმატუმის.“- განაცხადა ზელენსკიმ.