Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოზელენსკი უცხოურ კომპანიებს მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს ჰპირდება

ზელენსკი უცხოურ კომპანიებს მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს ჰპირდება

ომის შემდეგ უკრაინის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას, დაახლოებით, 600 მლრდ დოლარი დასჭირდება. ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვების შემდეგ ჩვენ ყველაფერს სწრაფად გავაკეთებთ და უკრაინა ადრინდელზე უფრო ლამაზი იქნება” – აცხადებს ზელენსკი, რომელიც უცხოურ კომპანიებს მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს ჰპირდება.

უკრაინისთვის ომით მიყენებული ზარალის ოდენობად 600 მლრდ დოლარი პირველად პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა დაასახელა. მისი თქმით, ეს თანხა გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად იქნება საჭირო. მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის აღსადგენად შესაძლოა, სანქციების შედეგად გაყინული რუსეთის ბანკის უცხოური რეზერვები გამოიყენონ. უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მათი ოდენობა 415 მლრდ დოლარად შეაფასა და დასავლელ პარტნიორებს სთხოვა, შეიმუშაონ მექანიზმი ამ თანხის კიევის სასარგებლოდ კონფისკაციისთვის. რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვის მონაცემებით, დასავლეთმა საზღვარგარეთ ცენტრალური ბანკის 640 მლრდ დოლარის უცხოური რეზერვებიდან, დაახლოებით, 300 მლრდ დოლარი გაყინა.

ომის შემდეგ უკრაინის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღდგენას, დაახლოებით, 600 მლრდ დოლარი დასჭირდება. ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

დენის შმიგალი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის კიევს თვეში 4-დან 5 მლრდ დოლარამდე სჭირდება, რა მიზნითაც მთავრობა მოლაპარაკებებს მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და G20-თან აწარმოებს. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ჰუმანიტარულ დახმარებაზე უკრაინელი დევნილებისთვის, რომელთა რიცხვმა, დაახლოებით, 7 მილიონ ადამიანს მიაღწია. Bloomberg-ს ზელენსკის მეორე განცხადება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც ამჟამად ქვეყანას თვეში 7 მლრდ დოლარი სჭირდება. პრეზიდენტის თქმით, ეს თანხა არა მხოლოდ ქვეყნის აღსადგენად, არამედ ხელფასების დასარიგებლად და მოქალაქეების მიმართ სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად არის საჭირო.

ამასთან, მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის ომით მიყენებული ზარალი 60 მლრდ დოლარად შეაფასა. თუმცა ბანკის პრეზიდენტ დევიდ მალპასმა დააკონკრეტა, რომ ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა, რომელიც ეკონომიკურ ხარჯებს არ მოიცავს და მხოლოდ ინფრასტრუქტურისა და შენობების განადგურებით მიყენებულ ზარალს გულისხმობს. მალპასის თქმით, ბრძოლების გაგრძელებასთან ერთად ზარალის ოდენობაც გაიზრდება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები