ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ორგორაში და ასპინძაში, ყირიმ–კონგოთი დაინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია და სამედიცინო დაწესებულებიდან მათ ერთ კვირაში გამოწერენ. მისივე თქმით განცხადებით, საქართველოში ბოლო 10 წელში ყირიმ–კონგოთი ინფიცირების 100 შემთხვევა დაფიქსირდა
„ბოლო 10 წლის განმავლობაში ყირიმ-კონგოს დაახლოებით, 100 შემთხვევა გვქონდა. ეს არის უკვე ენდემურად გადასული ინფექცია და ყოველწლიურად, საშუალოდ, 10 შემთხვევა გვაქვს. ის 3 შემთხვევა, რომელიც სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა ვიცი, პაციენტები ნორმალურად გრძნობენ თავს. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 1 კვირაში გამოჯანმრთელდებიან და გამოწერენ. არავითარი ეპიდაფეთქება არ არის და ეს ჩვეულებრივი შემთხვევებია, რომლებიც გასულ წლებშიც გვქონდა“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის გარდა, ინფიცირების შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა.
„ე.წ. ენდემური კერები გვაქვს სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხაშურში და კიდევ რამდენიმე რეგიონში. აქტიურად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რადგან პარალელურად ხდება შინაური ცხოველების დამუშავება. ახლა ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული“,–განაცხადა ამირან გამყრელიძემ.