ალტ-ინფოს ლიდერი, ზურაბ მახარაძე “კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარე აღარაა. პარტიების რეესტრში ცვლილება უკვე აისახა, რომლის მიხედვითაც მახარაძე, პარტიის გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქარდავამ ჩაანაცვლ, ხოლო პარტიის გენერალური მდივანი შოთა მარტინენკო გახდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 13 მარტს ზურაბ მახარაძემ განაცხადა, რომ “რაღაც პერიოდი” თბილისში ვერ იქნება, ვერც ეთერებში გამოჩნდება, რადგან “სხვა ფორმატში” მოუწევს მუშაობა.
ალტ-ინფოს, რეგიონებში ოფისების გახსნაში ხელს უშლიან. პრორუსებს ოფსები დაახურინეს მესტიაში, ხულოსა და შუახევში. სხვადასხვა ქალაქში კი მოსახლეობა მათ საწინააღმდეგო აქციებს მართავს.