Saturday, September 23, 2023
spot_img
მთავარირეგიონი„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ - დაბა ჩაქვში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ – დაბა ჩაქვში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები და დროშები ჰქონდათ წარმოდგენილი. მათი განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსული ოცნების პირადი პატიმარია.

“მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია. პარტიის წევრები მასშტაბური აქციისთვის ვემზადებით და მოვითხოვთ, რომ რეაბილიტაციისთვის სხვა ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში მოხდეს მისი გადაყვანა“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები