Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკათაკო ჩარკვიანმა ნაციონალურ მოძრაობას მიმართა

თაკო ჩარკვიანმა ნაციონალურ მოძრაობას მიმართა

თუ 500 000-კაციან პარტიას შეუძლია წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, გადავკეტოთ რუსთაველი და აღარ გამოვიდეთ რუსთაველიდან, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში განაცხადა.

სააკაშვილის გადარჩენისთვის აქცია რუსთაველის მოედანზე დღესვე უნდა გამართოს და ნარატივი, რომ აქცია მიშასთვის არ უნდა შედგეს, მტრებმა ისურვეს.

„ჩვენ ყველანი ვართ გამოცხადებული მკვლელობის მოწმენი. ადამიანი ჩვენს თვალწინ კვდება. თუ 500 000-კაციან პარტიას შეუძლია წყნარად უყუროს, როგორ კვდება მათი ლიდერი, მაშინ თქვით, რომ პარტია არ ხართ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, გადავკეტოთ რუსთაველი და აღარ გამოვიდეთ რუსთაველიდან. მახსოვს სიცილი ლეიბებზე, პოლონეთში დრამატული თეატრის წინ რომ დააგეს ლეიბები, ვფიქრობ, ძალიან პატრიოტულად გააკეთეს, არ მგონია, ჩვენ ნაკლები პატრიოტები ვიყოთ.

აქცია მიშასთვის არ უნდა იყოს, მისმა მტერმა შემოაგდო. ჩვენ ვალდებულები ვართ მის წინაშე, რომ არ მოვაკვლევინოთ. მოდით, დღესვე გავაკეთოთ აქცია რუსთაველზე სააკაშვილის გადარჩენისთვის, ნურავინ ველოდებით, ნურავის! მე არ მინდა იმ სიაში ყოფნა, რომელიც ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტის სიკვდილს”, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები