Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიმთავარითანადგომისთვის - დღეს, 21:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა

თანადგომისთვის – დღეს, 21:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა

თანადგომისთვის – ამ სახელწოდებით დღეს, 7 აგვისტოს, პარლამენტის წინ აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 21:00 საათზე შეიკრიბებიან.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციაზე არ იქნება სიტყვით გამოსვლები.

“შოვის ტრაგედიის გლოვის დღესთან და აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, პარლამენტის წინ ვიკრიბებით ადამიანები, რათა:

  • დაღუპულთა ოჯახებსა და ერთმანეთს დავანახოთ, რომ ჩვენი ტკივილი და თანადგომა სცდება ფეისბუქის პოსტებს
  • შევახსენოთ ამ მთავრობას, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აუცილებლად მოვთხოვთ პასუხისმგებლობას
  • შევახსენოთ რუსეთს, რომ ოკუპანტია და გვახსოვს ომის დაწყების ნამდვილი თარიღი!

ვიკრიბებით ადამიანები, რომლებიც არ წარმოვადგენთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.
გამოსვლები არ იგეგმება. შეგიძლიათ, მოიტანოთ ყვავილები, სანთლები, თემატური პლაკატები”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს საქართველოში გლოვის დღეა. ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები