Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებათბილისსა და ბუქარესტს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

თბილისსა და ბუქარესტს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

თბილისს კიდევ ერთი დაძმობილებული ქალაქი ჰყავს – ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბუქარესტის მერ, ნიკუშორ დანთან ერთად, თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმი საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს: კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა.

ხელშეკრულების ხელმოწერამდე, კალაძემ და ნიკუშორ დანმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს ხაზი გაესვა, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

თბილისში და ბუქარესტში შესაბამისი ქალაქების სახელობის სკვერების გახსნის სურვილი გამოითქვა, ან მათი სახელები რომელიმე ქუჩას მიენიჭოს.

„დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, ბუქარესთან დაძმობილების მემორანდუმისთვის ხელი მოგვეწერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებლობა გვექნება, სხვადასხვა მიმართულებით ვითანამშრომლოთ, როგორიცაა: სპორტი, კულტურა, ურბანული განვითარება, ტრანსპორტი. არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ბუქარესტი წარმატებულია და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. დღეს ასევე, შესაძლებლობა გვექნება, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის. მერთან იმაზეც შევთანხმდით, რომ თბილისისა და ბუქარესტის სახელობის ქუჩები, ან რეკრეაციული სივრცეები, სკვერები გაჩნდება, როგორც ბუქარესტში, ასევე თბილისში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ დაძმობილების ფარგლებში, იმის რესურსი გვაქვს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ და ის გამოცდილება, რომელიც ბუქარესტს გააჩნია, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ურბანული განვითარების თვალსაზრისით, გაზიარებულ იქნას“, – განაცხადა  კახა კალაძემ გაღრმავებას ხელს შეუწყობს.

„აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ჩვენი ქალაქებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუქარესტსა და თბილისს ძალიან ბევრი საერთო აქვთ. არსებობს საერთო ინტერესები, როგორიც არის ურბანული განვითარება, კულტურა, ტრანსპორტი და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლასა და შემდგომ თანამშრომლობაში დაგვეხმარება“, – განაცხადა ნიკუშორ დანმა.

ბუქარესტის მერიაში გამართულ ღონისძიებას კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

თბილისის მერმა დაძმობილებული ქალაქის მერი, დელეგაციასთან ერთად, თბილისში მოიწვია.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები