თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია იუბილესთვის ემზადება. მუსიკალური სასწავლებელი 105 წლისთავს იზეიმებს, რომელიც გალა კონცერტით აღინიშნება. დიდ დარბაზში გაჟღერდება მალერის ნაწარმოები, რომელიც უკრაინელ ხალხს მიეძღვნება.
დააჯილდოებენ იმ ხელოვანებს, რომლებსაც ქვეყნისა და კონსერვატორიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.