Wednesday, May 31, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებათბილისის 7 რაიონს ელექტრომომარაგება რვა საათით შეეზღუდება

თბილისის 7 რაიონს ელექტრომომარაგება რვა საათით შეეზღუდება

“თელასი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს, გადაუდებელი სამუშაოების გამო თბილისის რაიონების გარკვეულ ქუჩების ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ეს ქუჩებია:

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის, ვეფხისტაყაოსანის, გიორგი ბრწყინვალეს, ტარიელის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სოლომონ დოდაშვილის, იუნკერთა, ჩკალოვის, ლობჟანიძის და ჰოლბრუკის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, მირაქიშვილის, ილორის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლიკის მოედანის (ნაწილობრივ), თაბუკაშვილის, ქუთათელაძის, ლაღიძის, მესხიას და კვალის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილსანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ახალმოწამეთა, კეხვის, გარეჯის, წერონისის და ინტერნატის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), არეშიძის, ფალიაშვილის, ბაზალეთის, ატენის, მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ბარნოვის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები