შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) რეგიონალურ დირექტორს, დენიზ დურანთან შეხვედრა.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი და მათი დამხარების უზრუნველყოფა იყო. მინისტრმა აღნიშნულ პროგრამაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვაზე ისაუბრა და ყურადღება დაკარგულთა მოძიების პროცესის შემდგომ უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მხარეებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამის მიღწევებზე, აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო ხედვებზეც ისაუბრეს. შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა და იპოვონ თანამშრომლობის საუკეთესო ოპტიმალური გზა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა პროგრამის შემდგომი წარმატებით განხორციელების მიზნით.