თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 45 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილია კიდევ ორი კაცი და ერთი ქალი. დაჭრილთა შორის არის გარდაცვლილის ძმა.
დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის, ვასილ გოთაძის განცხადებით, კლინიკაში შეყვანის დროს დაჭრილების მდგომარეობა მძიმედ ხასიათდებოდა და მათ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.
„შოკური მდგომარეობა მოხსნილია. დადებითი დინამიკა შეინიშნება“ – აცხადებს ექიმი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.