Wednesday, September 27, 2023
spot_img
მთავარირეგიონითვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევია

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევია

ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, პარტია ნიხასის ლიდერ ალან გაგლოევთან დამარცხდა.

ბიბილოვმა ხმათა 40,09%, გაგლოევმა – 56,09% მიიღო, იტყობინება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცესკო. გაგლოევის ინაუგურაცია 24 მაისს არის დაგეგმილი.

არჩევნების წინ ბიბილოვმა განაცხადა, რომ აპირებს რეფერენდუმის ჩატარებას სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ. მან რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა.

მეორე ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ გაგლოევმა განაცხადა, რომ “სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხის უძველესი ოცნებაა, რომლის განსახორციელებლადაც ჩვენი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლებმა სიცოცხლე გაწირეს” და ის „სრულიად უჭერს მხარს ოსი ხალხის იდეას, ერთიანი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ“.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები