Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკათინა ბოკუჩავას მიმართვა „ქართულ ოცნებას“

თინა ბოკუჩავას მიმართვა „ქართულ ოცნებას“

„მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, გამოიყენონ ერთადერთი გონივრული გამოსავალი – გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებით ევროპულ სახელმწიფოში და შემდეგ შევძლებთ, ყველა იმ გამოწვევას გავუსწოროთ თვალი, რომელზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საუბრობს“,-განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.

აღნიშნული გაცხადებით პოლიტიკოსი  ევროსაბჭოს რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც საუბარი საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზეა

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ისევე როგორც საქართველოს ყველა პარტნიორი, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ეს პოლარიზაცია დასრულდეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს სრულ მზაობას ამისთვის, რადგან გვესმის, რომ ახლა ერთად უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, მაგრამ ეს შეუძლებელი, როდესაც ხელისუფლება მიზანმიმართულად კლავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ციხეში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავა ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ სააკაშვილის შეწყალება, „საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს“ და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა ვერ გამოიყენა შესაძლებლობა ამ პროცესში „ისტორიული და სახელმწიფოებრივი როლი ეთამაშა“.

„სერიოზული პოლიტიკური გამბედაობა იქნებოდა საჭირო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან იმისთვის, რომ გადაედგა ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყანას კრიტიკულად სჭირდება – პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალების სახით. სამწუხაროა, რომ მას ეს პოლიტიკური გამბედაობა არ აღმოაჩნდა. მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ასეთ ისტორიულ მომენტში, როდესაც საქართველოს პოლიტიკური სპექტრი მთლიანად უნდა კონცენტრირდეს საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივის რეალიზებაზე, დადებითი, ისტორიული და სახელმწიფოებრივი როლი ეთამაშა ამ პროცესში. სამწუხაროდ, მან ეს გზა, როლი და ისტორიული ფუნქცია ვერ აირჩია”,- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობიის“ წევრი, თინა ბოკუჩავა

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები