ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის სათავო ოფისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ინტენსიურ კომუნიკაციაშია საფინანსო სექტორთან, საერთაშორისოს საფინანსო ინსტიტუტებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად.
„საქართველოს ეროვნულ ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ფონდთან ინტენსიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ კითხვების არსებობის შემთხვევაში ამომწურავი პასუხები გავცეთ მათ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
შეხვედრას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და რობერტ სინგლეტარი ესწრებოდნენ.