Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოთურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ინფორმაცია კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გაავრცელა.

„მე შემიძლია ნამდვილად დაგიდასტუროთ, რომ სატელეფონო საუბარი უკვე შედგა და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საუბარი ეხებოდა უკრაინას“, – განაცხადა პესკოვმა.

თურქული მედიის ცნობით, თავის რუს კოლეგასთან სატელეფონო მოლაპარაკებებისას პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბულის მოლაპარაკებებში მიღწეული პოზიტიური იმპულსის გაგრძელება მშვიდობისკენ გზის გასახსნელად ყველას ინტერესშია. ერდოღანმა ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტური ფუნქციონირებისა და უსაფრთხო ევაკუაციის მნიშვნელობაზე მიუთითა და განაცხადა, რომ თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ შეაჩეროს ეს ტენდენცია, რომელიც ყველას აზიანებს და დაამყაროს ხანგრძლივი მშვიდობა.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ წამოაყენა მოლაპარაკებების რუსეთისა და უკრაინის პირველი პირების დონეზე გამართვისა და ამისთვის სტამბულის პლატფორმის გამოყენების შესახებ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები