Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიმთავარი“თუ მაინცდამაინც სინოდიდან უნდა მოხდეს პატრიარქის არჩევა, მეუფე პეტრეს ეკუთვნის პატრიარქობა” –...

“თუ მაინცდამაინც სინოდიდან უნდა მოხდეს პატრიარქის არჩევა, მეუფე პეტრეს ეკუთვნის პატრიარქობა” – მამა გიორგი სხილაძე

“თუ მაინცდამაინც სინოდიდან უნდა მოხდეს პატრიარქის არჩევა, მეუფე პეტრეს ეკუთვნის პატრიარქობა”, – ეს განცხადება მამა გიორგი სხილაძემ “თაიმერთან” საუბრისას გააკეთა. საფრანგეთში მოღვაწე სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ მეუფე პეტრე მისი სიმართლითა და აღმსარებლობით ეპისკოპოსს ჰგავს.

მისივე თქმით, პატრიარქის არჩევა დაბალი და უმაღლესი რანგების სასულიერო პირების მხრიდან, ასევე, ერის ხალხისა და დელეგატების ჩართულობით უნდა მოხდეს.

“მან რა ნაბიჯიც გადადგა სამი წლის წინ, სწორედ, ამას ვუფასებ, თორემ მანამდე, მეუფე პეტრე ჩემთვის ისეთივე იყო, როგორც ახლა არიან სხვები. რომ ამბობენ, ვინ უნდა გახდეს პატრიარქიო?! თუ მაინცდამაინც სინოდიდან უნდა მოხდეს პატრიარქის არჩევა, მეუფე პეტრეს ეკუთვნის პატრიარქობა, მასზე უკეთესი სინოდში არავინაა. ის მისი სიმართლით და აღმსარებლობით ჰგავს ეპისკოპოსს, მაგრამ დანარჩენები ეპისკოპოსებს კი არა, ადამიანებს აღარ ჰგვანან. სინოდმა ვინ უნდა აირჩიოს?! უნდა ჩატარდეს დიდი სამღვდელოების კრება, დაბალი რანგიდან დაწყებული, უმაღლესი რანგის სასულიერო პირების ჩათვლით, ერის ხალხი, დელეგატები, აი, მათ უნდა აირჩიონ პატრიარქი, თორემ, ჩვენ სად გვყავს სინოდი?! ეს სინოდი კი არა, კრიმინალური ბანდაა!”, – აღნიშნა მამა გიორგი სხილაძემ.

საფრანგეთში მოღვაწე სასულიერო პირი “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მეუფე პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიიდან განყენების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეპისკოპოსის განყენება სინოდის გადასაწყვეტია და პატრიარქის მიერ სინოდისგან დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება კანონიკურად არ იყო სწორი.

“მათი მხრიდან აღნიშნული ქმედება, არც ზნეობრივად და არც კანონიკურად არ იყო სწორი! იმიტომ, რომ ეპისკოპოსის განყენება არის სინოდის გადასაწყევტი. იქ იცით რა მოხდა?! სინოდის წევრებმა იცოდნენ, რომ მეუფე პეტრე აპირებდა შიოლაშვილის მხილებას და ზოგი მხარს უჭერდა კიდევაც. პირად საუბრებში, ეუბნებოდნენ: “შენ ამხილე და ჩვენ მოგყვებითო”. შემდეგ კი, ვინც პირად საუბრებში მხარს უჭერდა, აღარ დაუჭირეს მხარი, ხოლო დანარჩენები ხმას არ იღებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მეუფე პეტრეს კომპრომატები მხოლოდ პატრიარქზე კი არა, მათზეც ჰქონდა. შიოლაშვილმა სინოდის სხდომაზე იცით რა გააკეთა?! წამოდგა და მეუფე პეტრეს მიმართა: “შენ აღარ ხარ ეპისკოპოსი, გადი აქედან!” თქვენ, რომ საეკლესიო კანონიკა იცოდეთ, გეცოდინებათ ისიც, რომ ეს უდიდესი კანონდარღვევაა! ეს იგივეა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ერთ-ერთ დეპუტატს უფლებამოსილება შეუზღუდოს დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებით. პატრიარქი რა ჰგონია ამ ხალხს?! სიტყვა პატრიარქი ნიშნავს მამამთავარს. პატრიარქი ღმერთი არ არის! უფალზე მაღლა არ დგას არავინ და არაფერი!”, – განმარტა მამა გიორგი სხილაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინ (2019 წლის ოქტომბერში), სინოდის სხდომაზე, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა პეტრე (ცაავამ) პატრიარქი და წმინდა სინოდის წევრთა ნაწილი, მძიმე დანაშაულებებში ამხილა, სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა, მღვდელმოქმედება აუკრძალა და მოსანანიებლად მონასტერში გაამწესა. წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, მეუფე პეტრეს სინანულისაკენ ერთხმად მოუწოდეს. მიტროპოლიტმა პეტრემ თავი დამნაშავედ არ სცნო და სინოდის მოწოდებას, მონანიების თაობაზე, არ დაეთანხმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები