Monday, December 5, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიო"თქვენ არ ხართ მარტო" ბორის ჯონსონი უკრაინელ ბავშვებს მიმართავს

“თქვენ არ ხართ მარტო” ბორის ჯონსონი უკრაინელ ბავშვებს მიმართავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ღია წერილს აქვეყნებს და უკრაინელ ბავშვებს მიმართავს.

“ბევრმა თქვენგანმა ნახა ან განიცადა ისეთი რამ, რაც არცერთ ბავშვს არ უნდა ენახა. თუმცა, ყოველდღიურად უკრაინელი ბავშვები გვასწავლიან, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული. ყველაზე რთულ დროს როგორ უნდა ასწიო თავი მაღლა .” – წერია ჯონსონის წერილში.

ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი ამაყობს უკრაინელი ბავშვებით.

“თქვენ არ ხართ მარტო. შეიძლება შინ დაშორდეთ მეგობრებს, მაგრამ მილიონობით გყავთ, მსოფლიოში. აქ, გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენ ვაფრიალებთ უკრაინის დროშებს ჩვენი სახლებიდან, ოფისებიდან, ეკლესიებიდან, მაღაზიებიდან და სათამაშო მოედნებიდან. ჩვენი ახალგაზრდები ხატავენ თქვენს დროშას და ამზადებენ ლურჯ და ყვითელ სამაჯურებს თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად”, – აღნიშნულია ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მიმართვაში.

ჯონსონს სჯერა, რომ უკრაინა ამ ომში მოიგებს.

“მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს, მალე, თავისუფლად დაბრუნდებით თქვენს სახლებში, სკოლებში, ოჯახებში, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს ამას”. – წერს ბორის ჯონსონი.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, უკრაინელ 7,5 მილიონ ბავშვს ომის შედეგად საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები