Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკა„ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არის ფილანთროპი, თავისუფალი ადამიანი და საქართველოს მოქალაქე“ -...

„ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან, ის არის ფილანთროპი, თავისუფალი ადამიანი და საქართველოს მოქალაქე“ – არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებს, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს.

ის დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ბანკს „Credit Suisse“ შორის ის დეტალები, რომელიც გადარიცხვებს შეეხება, მალე გაირკვევა.

„ბუნებრივია, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მასთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგან არის საქართველოს მოქალაქე და ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურებები აქვს ქვეყნის წინაშე. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს უკავშირდება. ივანიშვილს ჰქონდა ამ ბანკთან მოგეხსენებათ, დავა, რომელიც მოიგო საერთაშორისო სასამართლოში და დადასტურდა, რომ მისი უფლებები ამ ბანკმა დაარღვია. თუ რასთან გვაქვს საქმე და რატომ მოხდა ამ ტრანზაქციების შეფერხება, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება“ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა ოპოზოციის ქმედებებზე და „მიუღებელი და დაუჯერებელი“ უწოდა.

„რაც შეეხება ოპოზიციის და ოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობას, ეს საკითხი რაღაცნაირად გადათარგმნონ, მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის ეს მიუღებელი და დაუჯერებელია, აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ეს სპეკულაციები ახალი არ არის. ისინი არაერთხელ დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, ელჩს, ევროკავშირის ელჩებს“ – არჩილ თალაკვაძე

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები