Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაივანიშვილს 2 მილიარდ ფრანკზე მეტი კრედიტ სუისმა გაუყინა

ივანიშვილს 2 მილიარდ ფრანკზე მეტი კრედიტ სუისმა გაუყინა

ბიძინა ივანიშვილს უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე ხელოვნების ნიმუშების ლონდონიდან ამერიკაში გადატანა, ან ახალი გერმანული ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანაა. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიულმა ბანკმა ოლიგარქის 2 მილიარდ 700 მილიონი შვეიცარიული ფრანკი, იმ მოტივით გაყინა რომ ფულის წარმომავლობა, შესაძლოა, რუსული იყოს.

ივანიშვილს Credit Suisse-თან ურთიერთობები რამდენიმე წლის წინ გაუფუჭდა და მან შვეიცარიულ ბანკს, სასამართლოში უჩივლა. პროცესი ბერმუდაზე მიმდინარე წლის მარტში, ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა. შვეიცარიული ბანკის მხრიდან დაზარალებული ბენეფიციარების ინტერესების დამცველი ჯგუფი, CS Victims ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ Credit Suisse დადგენილი სტანდარტების დარღვევით, კვლავ აგრძელებს უარის თქმას გერნსის ტრასტის მეშვეობით საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მითითებების შესრულებაზე.

“11 და 14 აპრილს დამატებითი ინსტრუქციები გაიცა და მეურვემ კიდევ ერთხელ გადადო ყოველგვარი სათანადო დასაბუთებისა და არგუმენტირებული განმარტების გარეშე გადახდა. კლიენტი აგრძელებდა მეურვის შეკითხვებზე პასუხის გაცემას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის 29 აპრილის პასუხზე, თუმცა მეურვემ დაამყარა ახალი „ანტირეკორდი“ ტრასტის პირობებისა და ბენეფიციარების ძირითადი უფლებების დარღვევით”- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთანავე, განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ მეურვე არასათანადოდ მას შემდეგ მოიქცა, რაც ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ CS Life-ის (Credit Suisse-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია) წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო და მას მოსარჩელისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დაეკისრა. ისინი ელოდებიან, რომ სექტემბერში სინგაპურის სასამართლო სარჩელის განხილვას დაიწყებს, სადაც ბიძინა ივანიშვილი 800 მილიონ დოლარზე დავობს.

PRNewswire „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადებასაც ავრცელებს, სადაც ის Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

“ის ფაქტი, რომ Credit Suisse-ის შვილობილმა კომპანია Guernsey-მა ვერ შეასრულა 11 აპრილის ინსტრუქციები, მიუთითებს ბანკის ქცევის მოდელზე, რომელიც არ ემსახურება ბენეფიციარების ინტერესებს და არღვევს შესაბამის სტანდარტებს. მეტიც, ეს გვაფიქრებინებს, რომ Credit Suisse ცდილობს გამოიყენოს პოლიტიკური ზეწოლა, როგორც საშუალება, შელახოს ბიძინა ივანიშვილის რეპუტაცია და უნდა, რომ ეს ასე იყოს კვალიფიცირებული. სამწუხაროდ, ჩვენ აღარ გვიკვირს ეს ქმედებები Credit Suisse-ის ურთიერთობების ისტორიასა და სასამართლო პროცესების გათვალისწინებით, რომელსაც კლიენტი აწარმოებს სხვადასხვა იურისდიქციაში. ექსტრაორდინარულად მიგვაჩნია, რომ Credit Suisse-ი განაგრძობს თავისი მოვალეობების შეუსრულებლობასა და კლიენტების უპატივცემულობას, როდესაც ბანკი ამდენი პრობლემის წინაშე დგას. ეს დამატებითი შეფერხება ყოველგვარი საფუძვლისა და დამაჯერებელი მიზეზების გარეშე არ წარმოადგენს გამონაკლისს Credit Suisse-ის ქცევის მოდელში და კლიენტის უფლებების დარღვევა ბანკის ერთადერთი შეცდომა არ არის” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი.

9 მაისს ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა PR კომპანია CISION-მა გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და მეორედ ჩივილს აპირებს. 

სარჩელის მიზეზი ის არის რომ, Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა. 

ბიძინა ივანიშვილმა 2022 წლის 4 მარტს თანხის მიღება მოითხოვა. ბანკის რწმუნებულმა მოთხოვნა 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. თანხის გადარიცხვის შეყოვნების მიზეზად Green Vals Trust-მა “აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო” დაასახელა. 

ივანიშვილის ადვოკატი კი განმარტავს, რომ Credis Suisse წინააღმდეგ დავას “ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა”.

ადვოკატის თქმით, ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. ასევე, გაურთულდა გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა. Credit Suisse-ის განაცხადებით, რომ  პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით ბრალდებები უსაფუძვლოა. “ნებისმიერი ბრალდება Credit Suisse-ის “პოლიტიკური ზეწოლის” შესახებ სრულიად უსაფუძვლოა”. – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები