საქსტატის ინფორმაციით, ივლისში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულმა ინდექსმა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით -0.5% შეადგინა.
ფასების ინდექსის ცვლილება სასაქონლო ჯგუფების მიხედვით შემდეგია:
სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი: -0.2%;
ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: 6.4%;
ტანსაცმელი,ფეხსაცმელი: 0.8%;
საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სხვა: 3.5%;
ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა: 1.4%;
ჯანდაცვა: -7.3%;
ტრანსპორტი: -13.1%;
კავშირგაბმულობა: -2.7%;
დასვენება,გართობა,კულტურა: 1%;
განათლება : 7.0%;
სასტუმრო,კაფე და რესტორანი: 6.1%;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: 9.9%.
შეგახსენებთ, ფასების “ჰარმონიზებული ინდექსით” დათვლას საქსტატი 2022 წლიდან ახორციელებს და იგი მოიცავს, როგორც საქართველოს რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტის (ტურისტის) დანახარჯებს.