Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაილია დარჩიაშვილი უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაში მიიღებს...

ილია დარჩიაშვილი უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 22-23 თებერვალს დაგეგმილ გაეროს გენერალური ასამბლეის მეთერთმეტე სპეციალური სესიის მეჩვიდმეტე პლენარულ შეხვედრაში.

ილია დარჩიაშვილი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს.

სესიის ფარგლებში დაგეგმილია გაეროს ფარგლებში ინიცირებული რეზოლუციის პროექტის – „გაეროს ქარტიის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში“ განხილვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის პრეზიდენტთან, ჩაბა კოროშისთან და კოლეგა მინისტრებთან.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები