Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიციფრული ტრენდიილონ მასკი ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე ფიქრობს

ილონ მასკი ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე ფიქრობს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის სერიოზულად ფიქრობს ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის სერიოზულად ფიქრობს ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ჩაანაცვლებს Twitter-ს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცულობის მაღალი სტანდარტებით გამორჩეული იქნება.

„ვინაიდან, Twitter-ი საჯარო ფუნქციას ასრულებს, მის მიერ სიტყვის თავისუფლების პრინციპების არდაცვა ძირს უთხრის დემოკრატიას“, – განაცხადა მასკმა.

გარდა ამისა, მასკმა სოციალურ ქსელში გამოკითხვაც ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ Twitter-ი მტკიცედ არ იცავს გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს.

„რა უნდა გაკეთდეს? საჭიროა ახალი პლატფორმის შექმნაა?“, – კითხულობს მასკი.

აღსანიშნავია, რომ Twitter-ი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე, რაც აღნიშნული სოციალური ქსელის სამომხმარებლო პოლიტიკითა და წესდებითაა განპირობებული. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სოციალურ ქსელში ცენზურა არ უნდა არსებობდეს და მიუხედავად იდეოლოგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა, გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულად უნდა იყოს დაცული.

ამ იდეას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც იზიარებს, მან ტექნოლოგიური გიგანტების ცენზურის საპასუხოდ საკუთარი სოციალური პლატფორმა Truth-ი შექმნა. თუმცა დიდ წარმატებას ჯერაც ვერ მიაღწია და Twitter-სა თუ Facebook-ს რეალურ კონკურენციას ვერ უწევს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სრულად თავისუფალი სოციალური ქსელის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ინფორმაციის გაფილტვრის მექანიზმების გარეშე ის მალევე გადაივსება სარეკლამო ბანერებით, თაღლითური განცხადებებითა და არალეგალური ფოტო თუ ვიდეომასალებით.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები