“წარსულში ხმა დემოკრატებს მივეცი, რადგან მიმაჩნდა რომ ბევრი საერთო გვქონდა, მაგრამ ახლა განხეთქილებისა და სიძულვილის პარტია გახდა, ამიტომ მე მათი მხარდამჭერი ვეღარ ვიქნები და ამჯერად ხმას რესპუბლიკელებს მივცემ. ახლა ნახეთ, როგორ განვითარდება მათი ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ…“ – დაწერა მასკმა ტვიტერზე.
მასკზე თავდასხმები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მისი განცხადებები სოციალურ ქსელში გამოჩნდა. დემოკრატებმა ეს საფრთხედ მიიჩნიეს, რადგან მან სოციალურ ქსელში სიტყვის თავისუფლების დამყარების, ცენზურისგან გათავისუფლების და დონალდ ტრამპის ანგარიშის განბლოკვის პირობა დადო.