ინდოეთის საგარეო ვაჭრობის გენერალური დირექტორის განცხადებით, ქვეყნოდან ხორბლის ექსპორტი დაუყოვნებლივ აიკრძალება. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკვე გაცემული იყო შეუქცევადი აკრედიტაცია, ან თუ ინდოეთის მთავრობა ანიჭებს ექსპორტის ნებართვას იმ ქვეყნებს, რომელთა სასურსათო უსაფრთხოება ხორბალზე არის დამოკიდებული.
ინდოეთი მსოფლიოში ხორბლის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია და წარმოებული ხორბლის უმეტეს ნაწილს ქვეყნის შიგნით მოიხმარს. ინდოეთის მთავრობამ გადაწყვეტილების მიზეზად ხორბლის ფასების ზრდა და ინდოეთსა და მეზობელ მოწყვლად ქვეყნებში სასურსათო უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობა დაასახელა.
სოფლის მეურნეობის მონაცემთა ანალიტიკური კომპანიის, Gro Intelligence-ის მონაცემებით, უკრაინა და რუსეთი ერთად ხორბლის გლობალური წარმოების 14%-ზე არიან პასუხისმგებელი.
შავი ზღვის რეგიონიდან ხორბლის ექსპორტი, უკრაინაში პუტინის ომის დაწყების შემდეგ შემცირდა.