იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო ბანკებისგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან დაზარალებულებს უსასყიდლოდ იურიდიულ დახმარებას გაუწევს. ამი შესახებ ორგანიზაციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
“იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მისი მიზანი კერძო მევახშეებისგან დაზარალებული მოქალაქეების იურიდიული დახმარება, კერძო მევახშეების თაღლითური სქემების გაშიფვრა და მავნე პრაქტიკის აღმოფხვრაა. ამ თვეების მანძილზე რაც ორგანიზაცია კერძო მევახშეების და იპოთეკარების წინააღდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში დახმარების თხოვნით კერძო ბანკებისგან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან დაზარალებულმა არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა. შესაბამისად ასოციაციამ და ჩვენმა იურისტთა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება დღეიდან დახმარება მათაც აღმოუჩინოს.
ნებისმიერ პირს რომელიც თავს თვლის დაზარალებულად, ბანკმა ან მირკოსაფინანსო ორგანიზაციამ წაართვა ან ართმევს საცხოვრებელ ფართს „იპოთეკითა და მევახშეებისგან“ დაზარალებულთა ასოციაცია გაუწევს სრულფასოვან იურდიულ დახმარებას სრულიად უფასოდ”,-განაცხადეს ბრიფინგზე.