Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიდღის ფოტოიპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია იძულებით გამოსახლების პროცესზე ყველა შესაბამის უწყებას კონტროლისკენ...

იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია იძულებით გამოსახლების პროცესზე ყველა შესაბამის უწყებას კონტროლისკენ მოუწოდებს

“საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, იძულებით გამოსახლებაზე დაწესებული მორატორიუმის ვადა ამოიწურა”,-ამასთან დაკავშირებით იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციამ ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციამ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ეროვნულ ბანკს აღნიშნული პროცესის კონტროლისკენ მოუწოდა.

“COVID-19-ის პანდემიის დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, იძულებით გამოსახლებაზე დაწესებული მორატორიუმის ვადა ამოიწურა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის გამოსახლების პროცესი განაახლა. დღეს ჩვენი  არასამთავრობო ორგანიზაციის  დამფუძნებელმა გიგა წულეისკირმა და ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მედიისთვის ბრიფინგი გამართეს. მორატორიუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ბინებიდან გამოსახლების პრობლემა  ასობით ადამიანს შეექმნება. ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას მათ შორის იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ეროვნულ ბანკს გააკონტროლონ აღნიშნული პროცესი”,-განაცხადა გიგა წულეისკირმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები