Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმთავარი"იპოთეკითა და მევახშეებისაგან დაზარალებულთა" ასოციაცია გამოსახლების პროცესზე მორატორიუმის დაწესებას მოითხოვს

“იპოთეკითა და მევახშეებისაგან დაზარალებულთა” ასოციაცია გამოსახლების პროცესზე მორატორიუმის დაწესებას მოითხოვს

იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია ხელისუფლებას მიმართავს და გამოსახლებების პროცესზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს.

როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა  გიგა წულეისკირმა მედიასთან გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა,  მაშინ როდესაც კონკრეტულ შემთხვევებზე საგამოძიებო პროცესები მიმდინარეობს, ხოლო საქმეებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება არ შეიძლება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოქალაქეების გამოსახლების პროცესი აწარმოოს.

„ ჩვენი ასოციაცია აქტიურად მუშაობს მევახშეების წინააღმდეგ. სამოქალაქო დავების გარდა, გვაქვს საქმეები სადაც  მევახშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება.  აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა პროკურატურასთან და ასევე ფინანსურ პოლიციასთან, რამოდენიმე მევახშის მიმართ დაწყებულია საგამოძიებო პროცედურები.  სანამ საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს,  პარალელურ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურმა დაიწყო ჯარიმების გამოწერა, რადგან მევახშეებისგან წართმეული  უძრავი ქონებები დაზარალებულ ადამიანებს გაყიდულ უძრავ ქონებებად ჩაუთვალეს – ეს კიდევ ერთი  ახალი პრობლემაა.  აღსრულების ეროვნული ბიუროც  აგრძელებს გამოსახლებებს, მინდა მოვუწოდო როგორც იუსტიციის სამინისტროს , ასევე ფინანსთა სამინისტროს , შემოსავლების სამსახურს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს  გამოცხადდეს მორატორიუმი , შეჩერდეს გამოსახლებები მანამ, სანამ საგამოძიებო უწყებები კონკრეტულ “ქეისებს” გამოიძიებენ- აცხადებს გიგა წულეისკირი.

“ჩვენ გვქონდა რამოდენიმე “ქეისი”, სადაც ძალიან უხეში ფორმებით გამოასახლეს ადამიანები მიმდინარეობს , ასობით სისხლის სამართლის საქმე კერძო მევახშეების წინააღმდეგ. ველოდებით ძალიან მალე რამდენიმე შემთხვევაზე გადაწყვეტილებას. სანამ არ იქნება ამ ქონებებზე, რომლებიც დანაშაულებრივი გზით აქვთ მოპოვებული კერძო მევახშეებს, კატეგორიული შედეგი და დასკვნა მანამდე შეჩერდეს გამოსახლებების პროცესი“- აცხადებს ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნანო ცხადაია და დასძენს, რომ ასოციაცია მევახშეებისგან დაზარალებულ ყველა პირს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები