Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაირაკლი კობახიძე- შესაძლოა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები შედგეს

ირაკლი კობახიძე- შესაძლოა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები შედგეს

„გამომდინარე იქიდან, რომ სანქციები არ აქვს დაწესებული საქართველოს, ბუნებრივია შეიძლება შედგეს ნებისმიერი ურთიერთობა“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

 „რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და რუსეთის წარმომადგენლებთან, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციები არ აქვს დაწესებული საქართველოს, სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში, ბუნებრივია შეიძლება შედგეს ნებისმიერი ურთიერთობა“, – აცხადებს პოლიტიკოსი.

25 აპრილს ინტერნეტში აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები – მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის, ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები