Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაირაკლი ქადაგიშვილი პარტია "ლელოს" ინციატივას გამოეხმაურა

ირაკლი ქადაგიშვილი პარტია “ლელოს” ინციატივას გამოეხმაურა

„ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ვერ ხვდება, რას გულისხმობს პარტია „ლელოს“ ინიციატივა რუსული აგრესიის მხარდამჭერი სიმბოლიკის აკრძალვასთან დაკავშირებით.

“ჩვენს ასო-ბგერაში და ანბანში Z და V სხვანაირი ფორმის არის და დაგვანებონ თავი Z და V ლათინური სიტყვებიდან ამოვიღოთ? ფილმი “ზორო” აღარ გავუშვათ თუ რა ვქნათ? ვერ გავიგე, რა უნდა გავაკეთოთ, რაში ვიყენებთ ამ Z-ს და V-ს. მე ასე მიმაჩნია, რომ არ ვიცი ზუსტად რას გულისხმობს ეს Z და V-ს გამოყენება. არსებობს საერთაშორისო ბრენდები, სადაც Z და V ასე თუ ისე გამოყენებულია. აქედან გამომდინარე, ამ ასოს გამოყენება არ ვიცი როგორ უნდა ავკრძალოთ. არ ვიცი ზუსტად, ამიტომ ვერ გაგცემთ პასუხს”. – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ლელოს” წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი ინიციატივა გააჟღერეს, რომელიც წმინდა გიორგის ლენტის, ასევე Z- და V სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას გულისხმობს. მათი განცხადებით, სიმბოლოების გამოყენება დასჯადი უნდა გახდეს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები