Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაირაკლი ღარიბაშვილის აზრით, დღეს ქართული მედიასივრცე თავისუფალი და პლურალისტურია

ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, დღეს ქართული მედიასივრცე თავისუფალი და პლურალისტურია

"ყველა მედიასაშუალებას და თითოეულ ჟურნალისტს გულითადად გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს."

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს :

“ყველა მედიასაშუალებას და თითოეულ ჟურნალისტს გულითადად გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. ფასეულობებსა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია. ქართულმა მედიამ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ურთულესი გზა გაიარა, გაუძლო მრავალ გამოწვევას, შევიწროებასა თუ ზეწოლას.

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ პრესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დაისახა. ამ მიზნით გავატარეთ არაერთი რეფორმა. დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლების კიდევ უფრო განვითარებას. კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში.”

პრემიერის ამ მილოცვის განცხადებაში არაფერია ნათქვამი 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მასობრივი ძალადობის შესახებ, როცა თბილისში “ღირსების მარში” უნდა გამართულიყო, სასულიერო პირებისა და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით ქალაქის ქუჩებში სიძულვილის ჯგუფები შეიკრიბნენ, ამ ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. მოძალადეების ნაწილი ამ დრომდე არ არისდაკავებული , არც ამ ძალადობის ორგანიზატორები.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები