Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: მე არ მსურს ამ თემაზე საუბარი

ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: მე არ მსურს ამ თემაზე საუბარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 25 აპრილს გავრცელებულ ჩანაწერებს უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს.

ღარიბაშვილის თქმით, წარმოუდგენელია ამ ჩანაწერებით სპეკულირება და მათზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. 

“არ ვთვლი საჭიროდ, რომ პრემიერ-მინისტრი განმარტებებს უნდა აკეთებდეს ასეთ ჩანაწერებზე… ამ ფალსიფიცირებული ჩანაწერების ამოცანაა საქართველოში ომის დაწყება. მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი… მე არ მსურს ამ თემაზე საუბარი…

მთელი ეს აჟიოტაჟი, ვითომ სკანდალები მიმართული იყო ერთი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონიტი. მას შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მეორე ფრონტი არ იქნებოდა საქართველოში მას შემდეგ დაიწყო ეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები – მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანია “სისტემაში” ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები