Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი და გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირშის ერთმანეთს შეხვდნენ

ირაკლი ღარიბაშვილი და გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირშის ერთმანეთს შეხვდნენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-გერმანიის ურთიერთობები და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი იყო.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 11 აპრილს კითხვარის გადმოცემა ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ეტაპია და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს პროცესი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. მისი თქმით, პროცესის ეფექტიანად წარმართვისა და მოკლე ვადაში დასრულების მიზნით, ყველა უწყება კოორდინირებულად და აქტიურად მუშაობს, პროცესს კი პირადად პრემიერ-მინისტრი აკონტროლებს.

პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ელჩმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და საქართველოს მხრიდან მათ დასახმარებლად გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებაზეც გაამახვილა ყურადღება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები