Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი-"საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთად წარვადგენთ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც...

ირაკლი ღარიბაშვილი-“საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთად წარვადგენთ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნების მომდევნო განვითარებისთვის”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიურია. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კითხვარი შევსებულია და მზად არის ევროკავშირის ელჩისთვის გადასაცემად. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ასოცირებული ტრიო – უკრაინა, მოლდოვა და საქართველო კითხვარს ერთად წარადგენენ. 

“საბოლოდ შევჯერდით და კითხვარი შევსებულია. უწყებებმა იმუშავეს ძალიან ეფექტიანად. ყველა კითხვა გავლილი იქნა და დოკუმენტი მზადაა, რომ გადავცეთ საქართველოში ევროკავშირის ელჩს და შემდეგ უკვე ბრიუსელში გაიგზავნება. მოლოდინი პოზიტიურია გვაქვს, ჩვენი მხრივ, ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ. რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს გაგრძელდება და ბოლომდე მივა. ასოცირებული ტრიო – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ერთად წარვადგენთ ამ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნების მომდევნო განვითარებისთვის. ამ პროცესში ყველა უწყება იყო ჩართული და მინდა მათ მადლობა ვუთხრა ძალიან შრომატევადი საქმიანობისთვის”. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააკეთა, ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი კი 11 აპრილს გადაეცა. 

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები