ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამშაბათს განაცხადეს, ანტისამთავრობო
საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, 40 უცხოელი დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ ამ დროისთვის დაკავებულების ეროვნება არ საჯაროვდება.
მანამდე კი, Amnesty International-ის ცნობით, ირანის სასამართლომ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით 1 024 ბრალდება გამოაცხადა, საიდანაც 21 პირს ბრალი ედებოდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დანაშაულში, რაც დღეისათვის სიკვდილით ისჯება.
ცნობისთვის, ირანში სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ აღარ მოქმედებდა და ხელისუფლებამ ის გასულ კვირას განაახლა.
საპროტესტო გამოსვლები კი ქვეყანაში უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს. რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყება სექტემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის მაჰსა ამინი მორალის პოლიციამ ჰიჯაბის “არასწორად” ტარების გამო დააკავა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
ორი ცნობილი ირანელი მსახიობი დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ მხარი დაუჭირეს საპროტესტო მოძრაობას