ალყაში მოქცეული მარიუპოლის დატოვება საევაკუაციო დერეფნის გავლით გუშინ 4-მა ავტობუსმა მოახერხა, ევაკუირებულმა მოქალაქეებმა ღამე ბერდიანსკში გაატარეს, ახლა ვასილივკასკენ მიემართებიან, საიდანაც ისინი ზაპოროჟიეში უნდა ჩავიდნენ. – ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.