ისრაელის ელჩი, ალექსანდრე ბენ ზვი – ისრაელი მზადაა ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას უმასპინძლოს. ამის შესახებ ელჩმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ამ შეხვედრას იერუსალიმში,“- აღნიშნა ალექსანდრე ბენ ზვიმ.
მისითქმით, თურქეთის მსგავსად შესაძლებელია მხარეებს შორის შეხვედრა იერუსალიმშიც გაიმართოს.
„ის, რაც გაკეთდა თურქეთში, შეიძლება გაკეთდეს ჩვენს ქვეყანაშიც“. – განაცხადა ისრაელის ელჩმა.