Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარირეგიონი„იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით.მე რისი უფლება უნდა...

„იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით.მე რისი უფლება უნდა მიმეცა?“-მეუფე სტეფანე

იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განაცხადა.

მეუფე სტეფანემ მარტვილის სოფელ სალხინოში, წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარი წირვის შემდეგ გააკეთა. მისი განმარტებით, განკვეთილი სასულიერო პირები არ არსებობენ და ისინი არიან სამოქალაქო პირები. მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი თვითონ განუდგნენ ეკლესიას.

„განკვეთილი სასულიერო პირი არ არსებობს. არიან განკვეთილები, რომლებსაც ჰქვია ტარიელი, ბათა და ა.შ. ყვიროდნენ და იყვირონ კიდევ. პროტესტი თქვენთვის სასიხარულოა? ეკლესიას რომ განუდგება ადამიანი, პატრიარქს, რომ განუდგება, ქრისტიანული ეკლესიის წიაღში რომ გაჩერება აღარ შეუძლია, რაღაცებს იგონებს და პერფორმანსებს ატარებს, თქვენ ეს გიხარიათ? მე რისი უფლება უნდა მიმეცა?

იუდები, რომლებიც განუდგნენ ეკლესიას, რაღაცას ყვიროდნენ და დაამთავრეს ამით”,- აცხადებს მეუფე სტეფანე.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები