Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაკალაძემ პოდოლიაკი სამარცხვინო არსებად მოიხსენია

კალაძემ პოდოლიაკი სამარცხვინო არსებად მოიხსენია

თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს “სამარცხვინო არსებას” უწოდებს. ასე კალაძე პოდოლიაკის იმ კომენტარს გამოეხმაურა, რომელშიც პოლიაკმა “ქართული ოცნების” დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრობრა.

“​პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო. ჩვენ არა ერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება, ძალიან მარტივად, ჩაეძიოთ და მოიძიოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი, იქ ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არიან სამარცხვინო. ჩემი თხოვნა იქნება, ნახეთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი”, – თქვა კალაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები