Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაკარგი იქნება, თუ ირაკლი კობახიძე ერთ განცხადებას მაინც დაასახელებს, სადაც არასამთავრობო სექტორი ანტიდასავლურ...

კარგი იქნება, თუ ირაკლი კობახიძე ერთ განცხადებას მაინც დაასახელებს, სადაც არასამთავრობო სექტორი ანტიდასავლურ პროპაგანდას ვეწევით – ნიკა სიმონიშვილი

კარგი იქნება, თუ ირაკლი კობახიძე ერთ განცხადებას მაინც დაასახელებს, სადაც არასამთავრობო სექტორი ანტიდასავლურ პროპაგანდას ვეწევით, ასეთი განცხადება უბრალოდ არ არსებობს – პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ხელისუფლების პირდაპირი მცდელობა, რომ თავისი ბრალეულობა ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორს ან სხვა ნებისმიერ აქტორს გადააბრალოს. – აცხადებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

„ის პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს, ამაზე თვითონ ევროკავშირი საუბრობს და ამასთან დაკავშირებით დღეს ევროკავშირის ელჩმაც გააკეთა განცხადება. ის პრობლემები, რომელიც ქვეყანას აქვს და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის დამაბრკოლებელი, რა თქმა უნდა, ამაზე სრულიად პასუხისმგებლობა აქვს ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს პრობლემები იყოს მოგვარებული. შესაბამისად, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ხელისუფლების პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ თავისი ბრალეულობა სხვას გადააბრალოს, ამ შემთხვევაში არასამთავრბო სექტორს, ან სხვა ნებისმიერ აქტორს.

იმისათვის რომ ჩვენ ნაბიჯი წინ გადავდგათ, აუცილებელია, რომ იმ პრობლემებზე ვისაუბროთ, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას შევძლებთ, თუ ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრს პოლიტიკური ნება ეყოფა იმისა, რომ სასამართლოს, მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმები გაატაროს და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის ნაბიჯები გადადგას” – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, რადიკალური ოპოზიცია სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები