Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარისპორტიკარგ მდგომარეობაში ვართ და გაჩერებას არ ვაპირებთ

კარგ მდგომარეობაში ვართ და გაჩერებას არ ვაპირებთ

დღეს, 15 აპრილს, თბილისის დროით 18:00 საათზე, შოთა არველაძის “ჰალი”, რომელმაც გასულ ტურში სტუმრად “მიდლსბრო” დაამარცხა(1:0), “კარდიფს” უმასპინძლებს. მან მატჩის წინ ისაუბრა:

“კარდიფის” ბოლო თამაშები ვნახე. ჰქონდათ აღმავლობა და ჩავარდნა, გარკვეულ ცვლილებებსაც მიმართეს და სისტემა შეცვალეს. ვფიქრობ, მწვრთნელი საუკეთესო თამაშის ძიებაშია.

მეტოქეს გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად, კარგი ახალგაზრდები ჰყავს, რომლებიც საკმაოდ ბევრს ქმნიან.

ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ საკუთარი (თამაში) და მეტოქეს ბურთი წავართვათ”.

ჩემპიონატში დარჩენა მათემატურად იქნება უზრუნველყოფილი, თუ “ვეფხვები” “ბარნსლისთან” 15-ქულიან უპირატესობას შეინარჩუნებენ,თუმცა არველაძე თვითკმაყოფილებას არ მიეცა და უბრალოდ გათამაშების კარგად დასრულება სურს:

”კარგ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ ხუთი თამაში დაგვრჩა, “ბარნსლის” კი – ექვსი. გუნდს სურს თითეულ მატჩში მაქსიმალური ქულები მიიღოს და ასე გვინდა გავაგრძელოთ; ძალიან კარგია ამის მოსმენა ბიჭებისგან, აქ მუშაობა მსიამოვნებს.”

არველაძის გუნდს დატვირთული კვირა აქვს – 23 აპრილამდე 3 ტური ჩატარდება, ჩემპიონშიპის მიმდინარე გათამაშება კი 7 მაისს დასრულდება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები