ჩემთვის კარლ ბილდტი არის კრიმინალი, რომელიც სააკაშვილის და მისი პარტიის პარტნიორია და წლების განმავლობაში ლობისტობდა კრიმინალი სააკაშვილის ინტერესებს.- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ეთანხმება თუ არა ირაკლი კობახიძის განხადებას, რომ გარკვეული საერთაშორისო პარტნიორები კრიმინალებს მფარველობასთან დაკავშირებით. “ფასიანი ლობისტები ნამდვილად ასე იქცევიან” აცხადებს ზარქუა.
ის ასევე სენატორ ჯიმ რიშის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და კითხვით მიმართა – “არაერთი მაგალითია მსგავსი მათ შორის, ევროპაში, აშშ- ში, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე?!”
“რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ ეს გამოვიარეთ 2017 წელს “რუსთავი 2”- ის თემაზე, ამოიღეთ ენჯეოშნიკენის მესიჯები, ცნობილი ჟურნალისტების, ევროპარლამენტარების, სენატის წარმომადგენლებისგან, ფასიანი ლობისტებისგან, ერთი – ერთში ემთხვევა დღევანდელ მესიჯებს, რომ “ეს არის დემოკრატიის დასასრული,” “დიქტატურა მყარდება”, “მედია აღარ არსებობს”, შემდეგ როგორც კი სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სასამართლოს ყველა ინსტანციაზე სამართლიანი სასამართლოს უფლება იყო დაცული, ხმა არ ამოუღია არც ერთს, გაქრნენ საერთოდ, ზუსტად იგივე სცენარია ახლაც. მე მივმართავ ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, სენატის წარმომადგენლებს, ყველას, თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაედინა ვინმეს, იქნებოდა თუ არა ინდულგენცია, რომ ის არის მედიის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ ეს არის მედიაზე ზეწოლა?! არაერთი მაგალითია მსგავსი მათ შორის, ევროპაში, აშშ- ში, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე?! ძალიან გთხოვთ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც კანონით, კონსტიტუციით ცხოვრობს და გვინდა ვიყოთ სახელმწიფო, სადაც სტატუსი არაფერს ნიშნავს, როცა დანაშაული გაქვს ჩადენილი, ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ და დიდი იმედი გვაქვს თქვენი გვერდში დგომის. თუ კითხვები გაქვთ, არის შესაძლებლობა ჩაერთოთ, პასუხები მიიღოთ და ამის შემდეგ თუ კიდევ დაგრჩებათ კითხვები, მერე კი ბატონო, შეგიძლიათ ასეთი განცხადებები აკეთოთ.”- განაცხადა ზარქუამ.