Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარირეგიონიკასპის მოსახლეობა-„ბინძური მასა სასმელ წყალს ერევა”

კასპის მოსახლეობა-„ბინძური მასა სასმელ წყალს ერევა”

კასპში, გერების უბნის მაცხოვრებლები საკანალიზაციო მილების გამოცვლას ითხოვენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ, წერილობით არაერთხელ ეცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას.

“იქნებ გერების უბანშიც გაითვალისწინოს მერიამ საკანალიზაციო მილების გამოცვლა, რამდენჯერ შეაკეთეს, მაგრამ ისევ გასკდა. სასმელ წყალს ერევა. სამწუხაროდ ეს მარტო მოსახლეობას არ აწუხებს. ამ უბანში მე-4 საბავშვო ბაღიც არის და ესეც ყურადსაღებია. წერილობით მიმართვის გარდა პირადადაც რამდენჯერმე შევაწუხეთ, მაგრამ დაპირებებით გვიშვებენ”, – აცხადებს თინა ბერბიჭაშვილი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები